ოლიმპიადა

EduOlympia BrightMinds 2025

ინგლისური ენის ოლიმპიადა - EduOlympia BrightMinds 2025 ტარდება საქართველოს სკოლის მოსწავლეებისთვის III-დან VIII კლასის ჩათვლით. ოლიმპიადა ჩატარდება ფიზიკურ სივრცეში ქ.თბილისში, რაც ცოდნის ობიექტურად შემოწმების საფუძველს იძლევა. ონლაინ სივრცეში ჩატარებული ოლიმპიადებისგან განსხვავებით, მოსწავლე სხვა რესურსების გამოყენების გარეშე, დამოუკიდებლად ავსებს ტესტს. ტესტები შედგენილია CEFR-ის (Common European Framework of Reference for Languages) დონეების მიხედვით და ავლენს მოსწავლეთა რეალური ცოდნის დონეს ინგლისურ ენაში.

ოლიმპიადა ტარდება ორ ტურად:

I ტური - ტესტი - 25 ₾

ამოწმებს ძირითად ენობრივ კომპეტენციებს და ავლენს მოსწავლის ცოდნის ზოგად დონეს.

II ტური - გასაუბრება – უფასო

ოლიმპიადის მეორე ტურში მონაწილეს ინდივიდუალურად გაესაუბრება native speaker  ბრიტანელი ან ამერიკელი მასწავლებელი. გასაუბრებაზე შემოწმდება მოსწავლის რეალურ გარემოში ინგლისურ ენაზე კომუნიკაციის უნარი. ტური ტარდება ონლაინ ფორმატში.

🏆 პრიზები:

თითოეულ ასაკობრივ კატეგორიაში ( III-IV, V–VI, VII–VIII) გამოვლინდება ერთი გამარჯვებული – ჯამში 3 მოსწავლე მიიღებს აღნიშნულ პრიზს

VII-VIII კლასების ასაკობრივ კატეგორიაში - ლეპტოპი Lenovo IdeaPad Slim 3

V-VI კლასების ასაკობრივ კატეგორიაში - მობილური ტელეფონი Samsung Galaxy S24FE

III-IV კლასების ასაკობრივ კატეგორიაში - კალმიანი ტაბი Lenovo TAB M11

რეგისტრაცია მიმდინარეობს 27 ოქტომბრიდან 23 ნოემბრის ჩათვლით

მონაწილეები რეგისტრაციის გავლის შემდეგ მიიღებენ შეტყობინებას განაცხადში მითითებულ მშობლის მობილურის ნომერზე რეგისტრაციის წარმატებით დასრულების შესახებ.

ოლიმპიადის I ტური და II ტური გაიმართება 2025 წლის დეკემბრის თვის პირველ და მეორე კვირებში.