EduOlympia BrightMinds 2025
ინგლისური ენის ოლიმპიადა - EduOlympia BrightMinds 2025 ტარდება საქართველოს სკოლის მოსწავლეებისთვის III-დან VIII კლასის ჩათვლით. ოლიმპიადა ჩატარდება ფიზიკურ სივრცეში ქ.თბილისში, რაც ცოდნის ობიექტურად შემოწმების საფუძველს იძლევა. ონლაინ სივრცეში ჩატარებული ოლიმპიადებისგან განსხვავებით, მოსწავლე სხვა რესურსების გამოყენების გარეშე, დამოუკიდებლად ავსებს ტესტს. ტესტები შედგენილია CEFR-ის (Common European Framework of Reference for Languages) დონეების მიხედვით და ავლენს მოსწავლეთა რეალური ცოდნის დონეს ინგლისურ ენაში.